Saturday, March 10, 2012

მაია ბათუაშვილი

პროექტის სახელწოდება:საერთაშორისო სპორტული თამაშები
პროექტის მთავარი იდეა(თემა): ეროვნული სასწავლო გეგმიდან და საგნობრივი ჯგუფიდან გამომდინარე მოსწავლეები იმსჯელებენ მოცემულ თემაზე, გამოხატავენ თავიანთ აზრს ზამთრის და ზაფხულის სპორტულ თამაშებზე, მათ როლზე ქვეყნის განვითარების და  მსოფლიო წარმატების ასპარეზზე, ამასთანავე იმსჯელებენ მათ წარმოშობაზე, ოლიმპიური თამაშების როლზე მშვიდობის დამყარების პროცესში ქვეყნებს შორის და ა.შ. 
პროექტის აქტუალობა;დღესდღეობით დღითიდღე მატულობს ინტერესი სპორტისადმი არა მარტო როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მიზნით, არამედ როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო წარმატების მიღწევის კუთხით.
პროექტის მიზნები: პროექტის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ გამოიმუშაონ საკომუნიკაციო უნარ–ჩვევები, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო სპორტის ძირითად სახეობებზე
მონაწილეთა ასაკი:13 წელი
ვადები/ხანგძლივობა: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაციის გაკეთება მოცემულ თემაზე და კედლის გაზეთის შექმნა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :სახელმძღვანელო, პოსტერი,ფორმატი,მარკერები კომპიუტერი(Powerpoint, Ms Word), პროექტორი, ინტერნეტი(შესაბამისი სპორტული საიტები),
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მუშაობა  წყვილებში და ჯგუფში
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები საზოგადოებრივ მეცნიერებებთან კავშირში(ისტორია, გეოგრაფია) ინტეგრირებულად ისაუბრებენ საერთაშორისო სპორტული თამაშების წარმოშობაზე, იმ ქვეყნებზე სადაც საფუძველი ჩაეყარა უძველეს ოლიმპიურ თამაშებს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მაია ბათუაშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: batuashvilimaia@gmail.com
 პროექტის ვებ–გვერდი:  maiabatuashvili.blogspot.com